ცვლილება კანონში: ფიზიკური და იურიდიული პირები დაჯარიმდებიან, თუ უძრავი ქონების ფასს ლარში არ ასახავენ

მთავრობა დედოლარიზაციის გეგმის გარკვეული პუნქტების ამოქმედებას მაქსიმალურად სწრაფად ცდილობს.

საქმე ეხება უძრავი ქონების ფასის ეროვნულ ვალუტაში დაფიქსირებას, რასაც მთავრობა უკვე ივლისის თვიდან აპირებს.

კანონპროექტის თანახმად, აუცილებლად ლარში უნდა გამოიხატოს უძრავი ქონების ღირებულება.

ცვლილებების პაკეტი უკვე პარლამენტშია და თუ მას მხარი დაუჭირეს, როგორც აღვნიშნეთ, პირველი ივლისიდან შევა ძალაში.

კანონპროექტში, ასვეე, განსაზღვრულია სადამსჯელო ღონისძიებებიც: თუ ფიზიკური პირი რეკლამაში უძრავი ქონების ფასს ეროვნულ ვალუტაში არ ასახავს, ის 500 ლარის, ხოლო იურიდიული პირი – 2 000 ლარის ოდენობით დაჯარიმდება.

კომენტარის დატოვება